მეუფე შიო: ერის ცხოვრებაში მძიმე მოვლენები ხდება ხოლმე, მაგრამ ასეთი განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ შეიძლება ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომ სულიერი თვალები აგვეხილოს

 

​”ერის ცხოვრებაში მძიმე მოვლენები ხდება ხოლმე, მაგრამ ასეთი განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ შეიძლება ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომ ჩვენ სულიერი თვალები აგვეხილოს”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

მისივე თქმით, უფალი ადამიანებს არ ტოვებს.

“ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე ისეთი მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ – შეიძლება იყოს სნეულებები, ან სხვადასხვა ტრაგედია. ძალიან გვეშინია და ვღელავთ ამის გამო, ასეთი განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ შეიძლება ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომ ჩვენ სულიერი თვალები აგვეხილოს. უფალი თავისი სიყვარულით ჩვენ არ გვტოვებს”,- განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები