ხულოში მცხოვრები 2304 მოქალაქე სასურსათო კალათს მიიღებს
ხულოში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დარიგების პროცესში ხულოს მერი – ვახტანგ ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – რამაზ ჯინჭარაძე, მერის პირველი მოადგილე – ნადიმ ვასაძე და მერის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
” აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სასურსათო კალათას ამ ეტაპზე, ხულოში მცხოვრები შემდეგი კატეგორიის 2304 მოქალაქე მიიღებს: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; მარტოხელა პენსიონერი; სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე; მარჩენალდაკარგული (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე); მარტოხელა მშობელი (მარტოხელა დედა/მამა);სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.