ამირან გამყრელიძე: ტურისტები ქვეყანაში შემოსვლასა და გადაადგილებას გარკვეული პირობებით შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობი ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტორები, პირველ ყოვლისა, ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან და მწვანე დერეფნებიდან იქნებიან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

„იქნება პირობები მათი ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად ასეთ პირობებს დავაწესებთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი, რადგან იგივე ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და, შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.
პირველი იქნება “მწვანე ქვეყნები”, ალბათ ლ, შემოვა და შემოდის ასეთი ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით, შემდეგ კიდევ ე.წ. მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმებია ამის, რომელის წარმატებით გამოყენებას უკვე იწყებს მაგალითად, ზოგიერთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები