„გენერალ ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია“

ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში ეროვნული მუზეუმის ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია ახალი გამოფენა – „გენერალ ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია”.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ზურაბ კობიაშვილი (1864-1931) სამხედრო სამსახურის გამო, ხშირად იმყოფებოდა ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. იგი იარაღის კარგი მცოდნე და შემფასებელი იყო. წლების განმავლობაში მან იარაღის და აღმოსავლური ხელოვნების (ე.წ. „ბუდისტური კოლექცია”) ნიმუშების მდიდარი კოლექცია შეაგროვა. 1926 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა ეს კოლექცია შეიძინა და, როგორც იმდროინდელი კომისია აღნიშნავდა – „გაამდიდრა ეროვნული საგანძური”. მოგვიანებით, იარაღის კოლექციის შესწავლის მიზნით, მუზეუმმა ზურაბ კობიაშვილი თანამშრომლად მიიწვია, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.

დაწვრილებით იხილეთ: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები