გორში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

გორში 30 წლის ასაკამდე მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.  როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, მამაკაცი ერთ-ერთ  ქსელურ მაღაზიაში მუშაობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცმა თავის დაწვა მას შემდეგ სცადა, რაც სამსახურიდან გაათავისუფლეს. ადგილზე მყოფმა პირებმა ახალგაზრდა კაცს თავის დაწვის საშუალება არ მისცეს.
“კონპენსაციას ითხოვდა, მერე ბენზინი გადაისხა და იძახდა თავი უნდა დავიწვაო. შემდგეგ გაიხადა მაისური და მოუკიდა ცეცხლი. თვითონ არაფერი დაზიანება არ მიუღია”, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინიტროში  განუცხადეს, საქმის გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები