ჩინეთი წელს თავდაცვის ხარჯებს 6,6%-ით გაზრდის

ჩინეთი წელს ეროვნული თავდაცვის ხარჯების გაზრდას 6,6%-ით გეგმავს, დაახლოებით, 178,7 მლრდ დოლარის ოდენობით.

ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოს სესიის გახსნაზე წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა სახალხო-გამანთავისუფლებელი არმიის რეფორმირების გაღრმავებას, ასევე, შეიარაღებული ძალების გადაიარაღების პროგრამის დაჩქარებას გეგმავს.

“საჭიროა ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სფეროს რეფორმის გაღრმავება, პოტენციალის გაზრდა და არმიის გადაიარაღება, თავდაცვითი მეცნიერებისა და ტექნიკის ინოვაციური განვითარება”, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ჩინეთი თავდაცვაზე ხარჯვის ნაწილში მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, რომელიც 2020 წელს თავდაცვაზე 686 მლრდ დოლარს დახარჯავს.

ჩინეთში წლებია, აცხადებენ, რომ საჭიროა სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა, რომ აშშ-ის ხარჯთან მაქსიმალური მოახლოება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები