რამზან კადიროვი, კორონავირუსის ეჭვით, მოსკოვის კლინიკაშია მოთავსებული

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, კორონავირუსზე ეჭვით, თვითმფრინავით მოსკოვში ჩაიყვანეს.

ამის შესახებ ტელეგრამ-არხი – Baza წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, კადიროვი ამჟამად რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში იმყოფება.

აღინიშნება, რომ მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა შემდგომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ამჟამად, კადიროვს აქვს ფილტვების დაზიანება, თუმცა კორონავირუსის დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ აქვს.

21 მაისის მდგომარეობით, ჩეჩნეთში კორონავირუსის 1026 შემთხვევაა დადასტურებული, 11 გარდაცვლილია და 635 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები