ბათუმის ბულვარში მოქალაქეები, აკრძალვის მიუხედავად, ტრენაჟორებით მაინც სარგებლობენ

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბულვარში ატრაქციონებზე შეზღუდვები არ მოხსნილა, მოქალაქეები ტერიტორიაზე განთავსებული ტრენაჟორებით მაინც სარგებლობენ.

როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მოქალაქეებს სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მიეცათ.

“ტერიტორია შემოსაზღვრულია ლენტით და ადგილზე არის განცხადებაც გაკრული, თუმცა კანონდარღვევის ერთეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება. მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის თხოვნით“, – განაცხადა ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბულვარის ატრაქციონები 29 ივნისს გაიხსნება, თუმცა შესაძლოა, გახსნის თარიღი შეიცვალოს. ბულვარში განთავსებული ატრაქციონები დღეში ერთხელ სპეციალური ხსნარით მუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები