3 ივნისიდან იტალიის ყველა აეროპორტი განაახლებს მუშაობას

იტალიაში 3 ივნისიდან მუშაობას ყველა აეროპორტი განაახლებს, მათი ნაწილი პანდემიის შედეგად მარტში დაიკეტა.

ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, პაოლა დე მიშელემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღიდან რეგიონთაშორისი და საერთაშორისო გადაზიდვები იქნება დართულ, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები მოიხსნება.

გასულ კვირას იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ 3 ივნისიდან ქვეყანაში ტურისტების შეშვება დაიწყება. ამასთან, მათთვის, ვინც საზღვარს გადაკვეთს, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები