თბილისში შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი გაიმართება

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში პირველად, საქართველოში 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი ჩატარდება, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად უმასპინძლებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ უკვე გაფორმდა, რომელსაც თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტმა სანდრა ბერმანმა მოაწერეს ხელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2022 წლის კონგრესის თემაა – „მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები”.
მასშტაბური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სახის ვორკშოპები და თემატური შეხვედრები გაიმართება, რომლებსაც მსოფლიო ლიტერატურის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ლიტერატორები, კრიტიკოსები და მწერლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები