ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო “რედისონში” გამართავს. ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. “მოქალაქის” პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.