მამუკა მდინარაძე: ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ ფრაზაში აღიარა, რომ გასროლა მათ უზრუნველყვეს

“ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ ფრაზაში აღიარა, რომ გასროლა მათ უზრუნველყვეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ტვ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ოქრუაშვილმა აღიარა, რომ დანაშაულის ავტორია.

„ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური აღიარება მისცა საოზოგადოებას პირდაპირ ეთერში. მან ერთ ფრაზაში – „შეცდომა დავაშვებინეთ”- გულწრფელად აღიარა, რომ დანაშაულის ავტორიცაა, სუბიექტიცაა, ქმედებაც (რასაც აკეთებდნენ, ყველამ ვიცით) და მიზეზობრივი კავშირიც ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ მან თქვა, რომ მათ უზრუნველყვეს გასროლა. ჩვენ მეტს არაფერს ვამტკიცებდით, არამედ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ეს მათ გააკეთეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. იგი, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები