ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 20 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსის 19 951 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 291 579 ინფიცირებულია, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში.
ამ მონაცემით, ბრაზილია ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და რუსეთის შემდეგ, თუმცა, როგორც სააგენტო AFP წერს, ლათინოამერიკულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, 15-ჯერ მაღალი იყო, რადგან ქვეყანაში ტესტის მცირე რაოდენობა ტარდება.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 888 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 18 859 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, COVI-19-ის დამარცხება, ჯამურად, 116 683-მა პირმა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ართულებს ის, რომ პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს შეგნებულად არ ითვალისწინებს, რომელთა მიხედვით საჭიროა სოციალური დისტანცირება.
ბოლსონარუ ვირუსს “მცირე გრიპად” აფასებს და გუბერნატორებს აკრიტიკებს, რომლებაც საკუთარ რეგიონებში საზოგადოებრივი ცხოვრება შეზღუდეს.
ბოლსონარუ აცხადებს, რომ კარანტინზე მაღაზიების, რესტორნებისა და სკოლების დახურვა ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმაა. პანდემიის დაწყებიდან მან უკვე ჯანდაცვის ორი მინისტრი შეცვლა, რომელიც ზომების გამკაცრების რეკომენდაციებით გამოდიოდა.
გარდა ამისა, ბოლსონარუ აპრილში საპროტესტო აქციაზეც გავიდა, რომლის მონაწილეებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვდნენ.