ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი.

„23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით, 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები