მაია ბითაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის დროსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს საბოლოო დასკვნას ველოდებით

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა უწყებათაშორისი საბჭოს საბოლოო დასკვნაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის ახალი შემოტევა არ მოხდეს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის დროს რაც შეეხება, კორონავირუსიდან გამომდინარე, ჩვენ კვლავ ველოდებით უწყებათაშორისი საბჭოს საბოლოო დასკვნას, რომელიც, თავის მხრივ, დაეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. ეს არის ძალიან სათუთი მომენტი, როდესაც მთლიანად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და ძველი ცხოვრების რიტმი, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კვლავ არ მოხდეს ამ ვირუსის ახალი შემოტევა”, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები