აშშ-ში გამანადგურებელი – F-35A Lightning II ჩამოვარდა

აშშ-ში, ფლორიდას შტატში, ეგლინის ავიაბაზაზე ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი მეხუთე თაობის მრავალსამიზნეგამანადგურებელი – F-35A Lightning II ჩამოვარდა.

ამის შესახებ საჰაერო ძალებში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ მფრინავმა კატაპულტირება შეძლო და ავიაბაზის 96-ე ჰოსპიტალში იქნა ტრანსპორტირებული მდგომარეობის შესაფასებლად. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“ინციდენტის მომენტში ის ღამის გეგმურ სასწავლო ფრენას ახორციელებდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტის შედეგად ხალხი და სამოქალაქო ობიექტების არ დაზიანებულა.

უკანასკნელი ხუთი დღის განმვალობაში ეგლინის ავიაბაზაზე ეს უკვე მეორე გამანადგურებელია, რომელმაც კატასტროფა განიცადა. 15 მაისს F-22 ჩამოვარდა, ამ შემთხვევაშიც პილოტმა კატაპულტირება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები