გორში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები დაურიგდათ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ – გიორგი მანჯავიძემ გორში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვნენ სოციალური პასუხისმგებლობის აქციებში და დღემდე მათი თანამონაწილეობით რეგიონში არაერთი მსგავსი ტიპის ღონისძიება განხორციელდა.

“სხვადასხვა უწყებასა და კომპანიასთან ურთიერთანამშრომლობის შედეგად, ჩვენ მუდმივად ვეხმარებით ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამჯერად, პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გორში, კომპაქტურად დასახლებულ, ცხინვალიდან დევნილ ოჯახებს გადავეცით”, – აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები