ჩინეთი ორი წლის განმავლობაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის 2 მლრდ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ქვეყნის თავმჯდომარე სი ძინპინმა ჟენევაში ჯანდაცვის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი განმარტებით, თანხა იქნება მიმართული ვირუსთან ბრძოლისკენ და დაზარალებული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
სი ძინპმა აღნიშნა, რომ, გაერო-ს დახმარებით, ჩინეთის ტერიტორიაზე გლობალური საწყობი და ჰაბი მოეწყობა, რომლიდანაც დაზარალებულ ქვეყნებში ეპიდსაწინააღმდეგო საშუალებების გაგზავნა მოხდება. მათ გასატანად ჩინეთის მიერ ე.წ. მწვანე საბაჟო დერეფანი მოეწყობა.
გარდა ამისა, ჩინეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ G20-ში წარადგენს იდეას, რომლის მიხედვით ღარიბი ქვეყნებისთვის კრედიტების გაცემაზე მორატორიუმი დაწესდეს.