პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს.
“17 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 44 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 35 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 2 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 35 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი”, -აცხადებენ კლინიკაში.