ავსტრიაში კინოთეატრები პირველი ივლისიდან გაიხსნება

ავსტრიაში პირველი ივლისიდან კინოთეატრები გაიხსნება, ასევე 250 ადამიანის მონაწილეობით კულტურული ღონისძიებები იქნება ნებადართული.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის რუდოლფ ანშობერის თქმით, 29 მაისიდან 100 კაციანი კულტურული ღონისძიებები იქნება დაშვებული, 1-ლი ივლისიდან – 250, ხოლო 1-ლი აგვისტოდან 500.

ამასთან, ღონისძიბების გამართვა იქნება დასაშვები უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით: პირბადის ტარებითა და მაყურებლებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით.

ავსტრიამ
ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკარანტინო ზომების შესუსტება უკვე 14 აპრილს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები