პრემიერი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მოიხსნება.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და, შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით.
​საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს, მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი.
დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს მთავრობა აღარ მიმართავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები