კახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ფიქსირდება
კახეთიდან გასული 24 საათის განმავლობაში ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 117 ნიმუშიდან 103 ტესტის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობოს კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშების აღება “ცხელების ცენტრებიდან” და საკარანტინე სივრცეებიდან გრძელდება. ასევე, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ნიმუშების აღება
მაღალ რისკჯგუფებში შემავალ პირებშიც მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით, 10 საკარანტინე ლოკაციაზე 406 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 17 მოქალაქე რჩება.
რეგიონში დღემდე ლუგარის ცენტრში 2603 ნიმუშია გადაგზავნილი, აქედან 915 – მედპერსონალის, 784 – საკარანტინე სივრცეებიდან, 74 – საბაჟოს თანამშრომლის და 110 – შშმ პირის.