ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასურსათე კალათების გადაცემა გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასურსათე კალათების გადაცემა გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორამციით. ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში თურქეთის საელჩო და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ჩაერთო. თურქეთის საელჩომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 100 სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნესმენების ჩართულობით, 9000-მდე ოჯახს სასურსათე პაკეტი გადაეცა. აღნიშნულ აქციაში თურქეთის საელჩო ჩაერთო. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

შემოწირული პროდუქტი სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

სასურსათე ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები დაურიგებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები