თაღლითობა ნანა კაკაბაძის სახელით

“უკრაინაში ვიმყოფებით, მოგზაურობა ჩაგვშხამდა, საფულე და მობილური დავკარგეთ, სასტუმროში პასპორტები გვაქვს დატოვებული და ვიდრე თანხას არ გადავიხდით, აქ მოგვიწევს ყოფნა. რაც შეიძლება მოკლე დროში მჭირდება 2, 500 დოლარი, რომ სასტუმროს ფული გადავიხადოთ და უკან დავბრუნდეთ, პირობას გაძლევ, რომ როგორც კი შევძლებ, თანხას დაგიბრუნებ“,- ასეთი შინაარსის ტექსტი ნანა კაკაბაძის პირადი ფოსტიდან მისმა მეგობრებმა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. დაგზავნილ ტექსტში ასევე მითითებულია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის”ორგანიზაციის ნომერი და ადგილმდებარეობა, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი.
1780503_10151957879869779_1047950667_oრამდენად ეკუთვნოდა ხსენებული ტექსტი ნანა კაკაბაძეს, ამის გასარკვევად “კვირა“ თავად კაკაბაძეს დაუკავშირდა. ნანა კაკაბაძემ “კვირას“ განუცხადა, რომ აღნიშნული ტექსტი მას არ გაუგზავნია და მისი ფოსტიდან წერილი ინტერნეტვირუსმა ავტომატურად დააგზავნა.
“ეს ვირუსი ჩემს „მეილლისტში“ არსებულ მისამართებზე დაიგზავნა. ეს ვირუსია, არანაირ დახმარებას არ ვითხოვ. ამ ვირუსმა რამდენიმე პროგრამა წაგვიშალა. ვაპირებთ განცხადების გავრცელებას, რომ განვმარტოთ,  ეს ტექსტი მე არ მეკუთვნის“,- განუცხადა “კვირას“ ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები