ონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ეკა მაისურაძე, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წაარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების პროცესს.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.