ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, მანქანაში მჯდომი პირი კი დაშავებულია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები