მურმან დუმბაძე: ნებისმიერი გზით ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს იქნება არჩევნები თუ რევოლუცია

“ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებთ იმ გზით, რა გზითაც გვივლია. ეს გზა არის არჩევნების გზა, ეს გზა არის რევოლუციის გზა“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” ლიდერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები ერიდებიან “რევოლუციის” ხსენებას, მაგრამ მას არ ეშინია.

“ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებთ იმ გზით, რა გზითაც გვივლია. ეს გზა არის არჩევნების გზა, ეს გზა არის რევოლუციის გზა.

ნებისმიერ გზას გამოვიყენებთ. მე არ მეშინია, პოლიტიკოსები ერიდებიან ხოლმე ამ სიტყვას“, – განაცხადა დუმბაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები