ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სააკაშვილი დარბის ქართულ და უკრაინულ ტელევიზიებში, ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა, ჯერჯერობით, ამით არის დაკავებული
“სწორედ ამაზე წერს ეს უკრაინელი ბლოგერი და ამბობს, რომ მიშა არაფრის გამკეთებელი არ არის უკრაინაში. იქნება მისი ბევრი ინტერვიუ, ხმაური, დისკუსია, რეფორმების გარდა”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშილი სოციალურ ქსელში წერს და დიმიტრი ჯანგიროვს ეხმიანება, რომელმაც სააკაშილის დანიშვნასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილმა “მოხეტიალე რეფორმატორის” როლი აიღო, რომ სააკაშილის დანიშვნასთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ წინააღმდეგობა გამოთქვა და უარყოფითად რეაგირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
მჭედლიშვილის თქმით, სააკაშვილი დარბის ქართულ და უკრაინულ ტელევიზიებში, ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა, ჯერჯერობით, ამით არის დაკავებული
სააკაშვილი დარბის ხან ქართულ და ხან უკრაინულ ტელევიზიებში და ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა და რაღაც რეფომრები უნდა გაატაროს უკრაინაში. ჯერჯერობით, ამით არის დაკავებული და არცერთი სიტყვა ამ კაი ხნის განმავლობაში არ უთქვამს, კონკრეტულად, რა რეფორმები უნდა გააკეთოს. არადა, “რეფორმები” აბსტრაქტული ცნება არ არის. ამ ეტაპზე, მინიმუმ, მონახაზზე, სტრეტეგიაზე მაინც უნდა საუბრობდეს სააკაშვილი, მაგრამ არაფერი. სწორედ ამაზე წერს ეს უკრაინელი ბლოგერი და ამბობს, რომ მიშა არაფრის გამკეთებელი არ არის უკრაინაში. იქნება მისი ბევრი ინტერვიუ, ხმაური, დისკუსია, რეფორმების გარდა”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.