ახალდაბაში გზის საერაბილიტაციო სამუშაოებს გორის მერი გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ახალდაბაში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივი მოსახლეობის აზრი მოისმინა.
პროექტი, რომლის ღირებულება 334 ათასი ლარია, ითვალისწინებს სოფლის შიდა გზებზე ასფალტის საფარისა და მიერთებების მოწყობას, ასევე, გზების შემაერთებელი მოედნის ასფალტირებას, რკინა-ბეტონის 87 მეტრიანი ღია სანიაღვრე არხისა და 6-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობას.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დასრულება, ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.
სოფელ ახალდაბის შიდა გზებზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. გზის მოწესრიგება და სანიაღვრე არხის მოწყობა ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს.