საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 7 კი გამოჯანმრთელდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
კლინიკის “ფეისბუქგვერდზე” გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
“13 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 57 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 39 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 2 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი. გარდაიცვალა 1 პაციენტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.