ჯასტინ მაკკენზი სმიტი: საქართველოს რეაგირება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო, მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა – ძალიან შთამბეჭდავი

“საქართველოს რეაგირება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრწყინვალეა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა იყო ძალიან შთამბეჭდავი”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა.

ბრიტანელი დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგს წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ჰყავს.

„მახარებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძლიერი რეაგირება მასზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატთან ერთად შევძელით ინვესტორთა საბჭოს უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა. ინვესტორთა საბჭო უნიკალური ფორუმია, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით აერთიანებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქართულ და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნება. საქართველოს რეაგირება ბრწყინვალე იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა ძალიან შთამბეჭდავი იყო. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგის წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ვიხილეთ, რაც, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო. ასევე, მიმაჩნია, რომ ამან საერთაშორისო დონეზე მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს. ჩემთვის გამორჩეულად თვალშისაცემი იყო მთელი საზოგადოების ძალისხმევა საქართველოს რეაგირების კონტექსტში. ჯანდაცვის სისტემის წარმადობა დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოების რეაგირებაზე და მიმაჩნია, რომ ამ ვირუსისგან ქვეყნის დაცვის საქმეში საოცარი დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით მთელი ქართული საზოგადოების მხრიდან. ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შედარებით დაბალი მაჩვენებლები ყოველივე ამის შედეგია. ამგვარად, საქართველოს მთავრობამ შეძლო 6-ეტაპიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება. ზომების განსაზღვრისა და მოხსნის სიფრთხილე და ხალხზე ზრუნვა სამეცნიერო საფუძველს ეყრდნობა, თუმცა ყველა ჩვენგანი პასუხისმგებლობით აგრძელებს იმ ფუნქციის შესრულებას, რომელიც მოგვეთხოვება“, – განაცხადა კასტინ მაკკენზი სმიტმა.

ელჩის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის შემოტრიალება აბსოლუტურად ფუნდამენტურია ქართულ და ბრიტანულ საზოგადოებაზე კრიზისის გავლენის შემსუბუქების კონტექსტში.

„ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ ძალიან ეფექტური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სისტემით, თუმცა ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური და დასაქმების სფეროებში განხორციელებული ზომებით უნდა მოხდეს დაცვის გამყარება. სწორედ ეს იყო კრიზისზე ბრიტანული მთავრობის რეაგირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ისევე, როგორც – დანარჩენ მსოფლიოში”, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები