თამარ გაბუნია: პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით პროტოკოლში ცვლილებების შეტანაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის

„განკურნებული ადამიანების პლაზმის ეფექტურობაზე გარკვეული მონაცემები გლობალურად უკვე არსებობს, ეს მეთოდი გამოიყენება ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში ეთიკის კომისიის დასტურით, პროტოკოლში ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ცვლილების შეტანაზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„განკურნებული ადამიანების პლაზმის ეფექტურობაზე გარკვეული მონაცემები გლობალურად უკვე არსებობს, ეს მეთოდი გამოიყენება ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში ეთიკის კომისიის დასტურით, პროტოკოლში ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ცვლილების შეტანაზე საუბარი არ არის. პროტოკოლი, როგორც წესი, აღწერს სტანდარტულ მკურნალობას. ამ შემთხვევაში, როცა საუბარია ერთეული პაციენტებისთვის კონკრეტული მეთოდის გამოყენებაზე ეთიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს შესაძლებელია, მოხდეს დამოუკიდებლად, კლინიკური საიტების მიერ ისე, რომ არ ჰქონდეს ამის სტანდარტულ ასახვას ადგილი პროტოკოლის დონეზე. ამდენად, თუ პლაზმით მკურნალობა განისაზღვრება, როგორც სტანდარტული მეთოდი და კონკრეტულად სპეციფიკური მეთოდი კოვიდის მკურნალობისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი ასახვა პროტოკოლში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები