რუსეთის დუმის 5 დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ​რუსეთის სახელმწიფო დუმის ხუთი დეპუტატი დაინფიცირდა, – განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

25 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ვირუსი ლეონიდ კალაშნიკოვსა და დიმიტრი ნოვიკოვს აქვთ; 6 მაისს საავადმყოფოში მოათავსეს მმართველი გუნდის წევრი, სვეტლანა მაქსიმოვა.

​დანარჩენი ორის გვარი ვოლოდინს არ დაუსახელებია.

მისივე ინფორმაციით, მათგან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერილია, ორი სახლში მკურნალობს, ხოლო ორი  – სამედიცინო დაწესებულებაში.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დაინფიცირდა და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

მანამდე, COVD-19-ზე დადებითი პასუხი ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები