ბათუმში 29 წლის ქალს, გართულებების მიუხედავად, მეან-გინეკოლოგმა, ჯუმბერ უნგიაძემ, თავის გუნდთან ერთად, უიშვიათესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა. ამჟამად დედა და ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.
,,პაციენტი ტყუპებზე იყო ორსულად, მას ერთდროულად რამდენიმე გართულება აღენიშნებოდა. ეს არ არის ხშირი შემთხვევა. შეიძლება ითქვას, რომ უიშვიათეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. მას პლაცენტის წინამდებარეობა IV ხარისხის, placenta percreta, ანუ პლაცენტის ჩაზრდა თეძოს არტერიებთან, შარდის ბუშტსა და სიდმოიდურ ნაწლავთან აღენიშნებოდა”, – განაცხადა მეან-გინეკოლოგმა.
ჯუმბერ უნგიაძის ხელმძღვანელობით, ბათუმელი ექიმების გუნდმა 29 წლის დედას ორსულობის 34-ე კვირას საკეისრო კვეთა გაუკეთდა და ორი ტყუპი დაიბადა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებენ.