მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი არსებული პაციენტის კონტაქტია, რამდენიმე საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ერთი ბოლნისს, ერთი კი თეთრიწყაროს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა და ისინი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია.

მისივე განმარტებით, დანარჩენი ოთხიდან ორი საკარანტინე სივრციდან კონტაქტებია, ერთი ბოლნისიდანაა, ხოლო ერთი თეთრიწყაროდან.

“გუშინდელი მონაცემებით, 639 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, 8 დაგვემატა და ქვეყანაში კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევაა. 23 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და არის 372. ამ მონაცემების და გარდაცვლილების გამოკლებით, კოვიდის მიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 264 პაციენტი მკურნალობს. უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 100-ზე მეტი სხვაობაა. ე.ი. გამოჯანმრთელებული 100-ზე მეტია, ვიდრე ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები.

რაც შეეხება 8 ახალ პაციენტს – 4 პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა, რომელიც არის კონტაქტი 11 მაისს დადასტურებული ერთი შემთხვევის. დანარჩენი ოთხიდან, ორი არის საკარანტინე სივრციდან კონტაქტები, ერთი ბოლნისიდანაა, ერთი თეთრიწყაროდან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები