თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. ის, დაახლოებით, 1 კვირის წინ გაუჩინარდა, დღეს კი გარდაცვლილი ნახეს.

როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები