ლევან რატიანი: პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს.
როგორც რატიანი აცხადებს, ყველა მოქალაქემ პანდემიის დროს გაცემული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
„ახალი შემთხვევები არ გვქონია. რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტიდან არცერთს კოვიდინფექცია არ გააჩნია. თვის ბოლომდე არსებული სიტუაცია თუ გაგრძელდა, კლინიკა დაიცლება კოვიდინფიცირებული პაციენტებისაგან.
პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ჰიგიენური ზომა, რომელიც გაცემული იქნა რეკომენდაციით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ და, მათ შორის მეც, უნდა შევასრულოთ“, – აცხადებს რატიანი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 – ით გაიზარდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა, ამ დროისთვის , 639-ია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 349, გარდაცვლილი – 11, კარანტინის რეჟიმშია 4600, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 413 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები