რუსეთში გამოცხადებული უქმე დღეები დასრულდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 30 მარტს გამოცხადებული უქმე დღეების რეჟიმი 12 მაისიდან დაასრულა.
ამასთან, მისი თქმით, 12 მაისიდან ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლა არ სრულდება, “მისი საფრთხე შენარჩუნებულია ისეთ ტერიტორიებზეც, სადაც ვითარება შედარებით ნორმალურია”.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მათი მოხსნის საბოლოო გადაწყვეტილება რეგიონებმა თავად უნდა მიიღონ.
მისი თქმით, კორონაირუსის ეპიდემიიდან გამოსვლა სწრაფი ვერ იქნება, უნდა შენარჩუნდეს სანიტრული მოთხოვნები, კვლავინდებურად აკრძალული იქნება ყველა მასობრივი ღონისძიება.
ვლადიმერ პუტინის თქმით, 65 წელს ზემოთ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის თვითიზოლაციის რეჟიმი შენარჩუნებული იქნება.