საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტები ონლაინშეხვედრას გამართავენ
12 მაისს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტები ონლაინშეხვედრას გამართავენ. როგორც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, სამედ სეიდოვი აცხადებს, მის ქართველ და თურქ კოლეგასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. სეიდოვის ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაზე განხილული იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხები.