ქვემო ხოდაშენში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, 1 232 მეტრის სიგრძეზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 625 836 ლარით ფინანსდება.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული, საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია – “სერპანტინი” ასრულებს.  ასევე, სოფელ ქვემო ხოდაშენში მოეწყო სპორტდარბაზი. პროექტის ფარგლებში, გარემონტდა ოთახი, მოეწყო სველი წერტილები და დამონტაჟდა ტრენაჟორები.  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც შ.პ.ს. “დანი ქონსთრაქშენმა” განახორციელა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 700 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები