უქმე დღეებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის და რეგიონული ცენტრების მოქალაქეთა მისაღებები 2026 წლის 5 და 6 იანვარს 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ, უქმე დღეებთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის და რეგიონული ცენტრების მოქალაქეთა მისაღებები იმუშავებს 2026 წლის 5 და 6 იანვარს, 09:00-დან 18:00 საათამდე”, – წერია ინფორმაციაში.