ირალი კობახიძე: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულებული იქნება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბოლოო პროექტი თითქმის მზადაა.

„უახლოეს დღეებში დაზუსტდება პროექტის შინაარსი. როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, იქედან ორ დღეში შეგვიძლია ჩვენ, დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი, რათა ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები