მარინა ეზუგბაია: კვირაზე მეტია, კორონავირუსის შემთხვევების მატება ერთნიშნა ციფრებს არ აღემატება, თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ითქვას, რომ პიკი გადალახულია
“კორონავირუსთან დაკავშირებულ მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება ერთნიშნა ციფრებს არ აღემატება, თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ითქვას, რომ პიკი გადალახულია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
“მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს. თუ ასე გაგრძელდება, პიკის პერიოდი, შეიძლება ითქვას, რომ გადალახულია. ამაზე წინასწარ მტკიცებითში ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ იმედი არის, რომ ასე შეიძლება, განვითარდეს სცენარი.
მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა ჩვენ და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ, ჯერჯერობით, გავაგრძელოთ აკრძალვის წესებში ცხოვრება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.