„ჯორჯიან ეარვეისი“ 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იმ ქართველების საყურადღებოდ, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და მის მიმდებარედ ცხოვრობენ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისზე ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია.
“ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთსა და მის მიმდებარედ: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილები ლონდონი-თბილისის რეისზე! ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-საიტს, ბილეთებისთვის! რეისი შედგება 12 მაისს, გეთვიკის აეროპორტიდან”,- ნათქვამია განცხადებაში.