მეუფე ნიკოლოზი: თუ ყველა ადამიანს ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ, იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით ეკლესიის დამოკიდებულება ვაქცინისადმი და მკურნალობისადმი პოზიტიურია. თუმცა მისივე თქმით, თუ ადამიანს ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ, ეს მოქმედება ეშმაკისეული იქნება.

„ზოგადად ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისა და ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური.
რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო ანუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას. აი, ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ რაღაცის გაკეთებას, იძულებულს გახდიან დედამიწას და ყველა ადამიანს, რომ რაღაც მოქმედება შეასრულოს, ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. ვაქცინას მე აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ, მაშინ არ გავიკეთებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები