ავთანდილ თალაკვაძე: არცერთი მედპერსონალის დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტისგან, ყველა რომელიღაც კლასტერიდან იყო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით არცერთი მედპერსონალის კორონავირუსით დაინფიცირება პაციენტთან კონტაქტის შედეგად არ მომხდარა.

მისივე თქმით, ყველა მედპერსონალს 2-3 კვირის შუალედში ტესტირება უტარდება.

„მსურს განვაცხადო მედპერსონალზე, რომ არცერთი დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტიდან, ყველა თანამშრომელი იყო რომელიღაც კლასტერიდან. ჩვენ ყველა ჩვენს პერსონალს 2-3 კვირის შუალედში ვუტარებთ ტესტირებას, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ დროულად გამოვავლინოთ. ამ დროისთვის ყველა ადამიანი ვინც კი შემხებლობაში იყო იზოლირებულია და მათ შორის, ჩვენი გამოჯანმრთელებული თანამშრომლები უბრუნდებიან სამსახურებს“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები