9 მაისს გორის დასვენების პარკი ოფიციალურად გაიხსნა
9 მაისს გორის დასვენების პარკი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის კეთილმოწყობის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნამდე, “ახალბაღის” მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა პარკში არსებული სავარჯიშო სივრცე, სკამები და ნაგვის ურნები.
“სადეზინფექციო სამუშაოები “ახალბაღის” ტერიტორიაზე პერიოდულად განხორციელდება. პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. “ახალბაღი” 26 მარტიდან დაკეტილი იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.