შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს

“უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული.

მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები