თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში 72 დაინფიცირებული მედიკოსი ცოტა არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 626 პირიდან 72 მედიკოსია. მისი განცხადებით, პროცენტულად საქართველოს შემთხვევაში ეს მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია.

„ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, ვიცი, რომ 72-ია. იქ ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც და თითქოს დაუდასტურდა. ხდება დამაზუსტებელი კვლევები.
​მინდა, გითხრათ, რომ ეს კარგი არ არის და პროცენტი მაღალია, თითქოს ათ პროცენტზე მეტია, იცით, რატომ არის 10 %-ზე მეტი, რადგან სულ 626 ინფიცირებულია. იტალიასა და ევროპის ქვეყნებში ექვსი ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული, მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ნუ ვიქნებით ყველაფერზე ძალიან პრეტენზიული, რადგან 72 ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასებია, ეს არის მიზერული. არც ერთ მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები