ზუგდიდის მერიამ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა (ვიდეო)

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ზუგიდიდს მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და მის მოადგილეებთან ერთად, ომის ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავი მიულოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებს სასურსათე კალათა და ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით საჩუქრად გადასცეს.
„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობა მიიღეს ამ დიდი ჭირის, ფაშიზმის დამარცხებაში. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ გვყავს შვიდი ვეტერანი, რომლებიც დღეს მოვინახულეთ. მივულოცეთ და ჩვენი მოკრძალებული მადლიერება გადავუხადეთ მათ თავიანთი თავდადებისთვის. ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ამ ადამიანებს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღბა და ჩვენი ზრუნვის საგანი გახდეს მათი ყოველდღიურობა“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 94 წლის ოლგა ცალანი 19 წლის ასაკში ომში მედდად მუშაობდა, როგორც მისი შვილი განნა ცალანი „რეგიონულ კვირას“ უყვება, დედამისი 1980 წლამდე საავადმყოფოში, ქირურგის მთავარ ექთნად მუშაობდა.
„დედა ექთნად მუშაობდა, როგორც თავად იხსენებს, ომში დაჭრილ ოფიცრებს კარგ კვებას აძლევდნენ, რომ გაიგებდა ქართველი დაჭრილი შემოიყვანეს ბანაკში, მათ ოფიცრად აფორმებდა, რომ მათაც კარგი კვება ჰქონოდათ“, – ამბობს განნა ცალანი.
ცნობისთვის, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს მეორე მსოფლიო ომის 372 ვეტერანი ჰყავს. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები